ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ეცადეიშვილმა ეროვნულებზე ბიოლოგიის გამოცდაში საუკეთესო შედეგი აჩვენა _ მარიამმა მაქსიმალური 70 ქულიდან 69 ქულა აიღო.
“მიუხედავად იმისა, რომ მარიამს ეროვნულ გამოცდებამდე ერთი თვით ადრე ძმა დაეღუპა, მაინც შეძლო და მაღალი შეფასება მიიღო, _ თქვა გურია ნიუსთან საუბრისას მარიამის ახლობელმა.
“გურია ნიუსი” ულოცავს მარიამს და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს.