თორნიკე ძნელაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულია. ერთიან ეროვნულ გამოცდებში თორნიკეს წარმატების შესახებ გუშინ უკვე დაიწერა ჩვენს ვებგვერდზე.
თორნიკემ კიდევ ერთხელ გაახარა გულშემატკივარი _ შრომისმოყვარე და მიზანდასახულმა ბიჭმა ბიოლოგიის გამოცდაში მაქსიმალური 70 ქულიდან 60 ქულა აიღო, ქიმიაში კი მაქსიმალური 63 ქულიდან _ 59.
“გურია ნიუსი” ულოცავს თორნიკეს, მის მშობლიურ სკოლას და გულშემატკივრებს ამ წარმატებას და კვლავაც უამრავ გამარჯვებას უსურვებს.