ამ დროისთვის უკრაინა აკონტროლებს გაზის საზომ სადგურის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში, _ იუწყება The Washington Post.
“ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობას, რომ კიევს სურს, სრულად შეწყვიტოს რუსული გაზის მიწოდება ევროპაში. ხუთშაბათს სუჯას სადგურს ჯერ კიდევ მიეწოდებოდა რუსული გაზი _ სწორედ აქედან მიეწოდება ევროპას გაზი უკრაინის გავლით. უკრაინა ამ ტრანზიტით შემოსავალს იღებს, თუმცა, ამჯერად გადაწყვიტა, ჩაჭრას რუსული ენერგეტიკული ბიზნესი ევროპაში”, _ წერია The Washington Post-ის სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ გააძლიერა კურსკის ატომური ელექტროსადგურის დაცვა, რომელიც სუჯადან 70 კილომეტრში მდებარეობს.
7 აგვისტოს ევროპაში გაზის ფასმა 2024 წლის მაქსიმუმს მიაღწია, 8 აგვისტოს კი გაძვირება განაგრძო.