ამერიკა უკრაინას 125 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, მორიგი სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი ითვალისწინებს უკრაინასთვის “ჰაიმარსისთვის“ და “სტინგერისა“ რაკეტების, ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტების, “ჯაველინისა” და “ატ-4”-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების, და სამედიცინო დახმარების ჯავშნიან მანქანების გადაცემას.