“არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ფიცის დადებამდე უკრაინაში ომს დავასრულებ”,_ ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.
“ბრეით-ბართთან” ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას აპირებს.
“ისინი ანადგურებენ მსოფლიოს გარკვეული ნაწილის სტრუქტურას. მე მსურს, რომ ეს იყოს მოლაპარაკების შედეგი და რომ ეს გაკეთდეს,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.