რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ავტომობილი 62 წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა. კაცი ადგილზევე დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ადასტურებს მერის წარმომადგენელი აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში, ლაშა გრიგოლია.
ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვილილი ადგილობრივი მკვიდრია.
დამატებით დეტალებს, “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და უწყების კომენტარს მალე შემოგთავაზებთ.