ომის ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ რუსებს ძალიან ეშინიათ, უკრიანის არმიამ ქვეყნის მთავარი გზები არ დაიკავონ, _ იუწყება unian.net.
13 და 14 აგვისტოს უკრაინელი მეომრები კურსკის ოლქში კიდევ უფრო ღრმად შევიდნენ.
გეოლოკაციურ კადრებში ჩანს, რომ უკრაინელები სუჯაში შევიდნენ და ისინი ქალაქის ნაწილს და მის შემოგარენს აკონტროლებენ.
გარდა ამისა, უკრაინელები მოუახლოვდნენ დასახლებულ პუნქტებს _ ულანოკს, კამიშნის, გირს და ბელიცას.
თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს რუსების მიერ გათხრილი სანგრები _ მათ განსაკუთრებული შიში აქვთ, რომ უკრაინელებმა რუსეთის მთავარი მაგისტრალები არ დაიკავონ.