სენაკში, ავარიის შედეგად გარდაცვლილ ახალაგზრდას ხვალ, 17 აგვისტოს დაკრძალავენ.
“ეჰ, რა უნდა ვთქვათ, ჩვენო სიცოხლით სავსე გოგო…. ვიწვით ამ უმძისი ტრაგედიით. ხვალ გაგაცილებთ უკანასკნელ გზაზე. ძალიან ძნელია უშენობა, ჩვენო რუსკა”, _ წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რუსკა ინალიშვილი 12 აგვისტოს, სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელშიც 5 პირი იჯდა, ამობრუნდა. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ოთხი მგზავრი კი, მძიმედ დაშავდა.