მსახიობი გიგოლა თალაკვაძე ერთხელ არაორდინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„ერთ წარმოდგენაში, სცენარის მიხედვით, ძაღლი დამეკარგება და ვარ დამწუხრებული, მაგრამ ბოლოს ეს დამგლოვიარებული, ძაღლდაკარგული ვჯდები სკამზე და ვყვირი, – ჯეკაა! ჯეკაა!
ამ წრუპუნ-წრუპუნში ვარ და ზურგზე ბიძგი ვიგრძენი, მოვიხედე და ძაღლი! ნამდვილი მონადირე ძაღლი.
– ვაი, დედა! – ვიღრიალე შეშინებულმა.
– უიო! – იქით ძაღლს შეეშინდა და კულისებში კისრისტეხით გავარდა.
მაყურებლები კინაღამ სკამებიდან გადმოცვივდნენ, არის პარტერში ხარხარ-გნიასი.
თურმე, ნადირობის მოტრფიალე ერთ ჩვენი მსახიობი სანადიროდ ყოფილა და სპექტაკლზე რომ აგვიანდებოდა, იქიდანვე მოსულა თეატრში ძაღლიან-ნანადირევიანად. იმ ძაღლსაც ჯეკა რქმევია, დავუძახე და ისიც მოვიდა.
ჯეკას ძაღლის ბედი ჰქონია. როლისთვის მსახიობები თავს იკლავენ და იმან მომენტში დაიადა როლი დიდ სცენაზე”.