https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“საქართველოს დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და  მთლიანად რეგიონისთვის სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”

15:21; 20.08.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ე. წ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი რომ ქართველი ხალხის არჩევანი არაა, ამის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი პარლამენტში პირველად  დააინიცირა და რისი გაწვევაც შემდეგ უკან მოუწია საზოგადოების პროტესტის ფონზე. პარლამენტთან აქციებზე არაერთი ადამიანი დააკავეს. იყვნენ აქციის დარბევის დროს დაშავებულებიც. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე “არსებითად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ, პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა“.

2023 წლის 9 მარტს კი “ოცნებამ” განცხადება გაავრცელა, რითაც საზოგადოებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გაწვევა ამცნო.

“საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს, “ხალხის ძალისა” და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს “რუსული კანონის” ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.

გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.

ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი,

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.

საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, _ ნათქვამია 2023 წლის 9 მარტს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კანონის განხილვასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შეხვედრები მართლაც გაიმართა, მათ შორის, ოზურგეთშიც.  ამის შემდეგ, პოლიტიკური პროცესები თავიდან დაიწყო და რამდენიმე თვის წინ ახალი კანონის მიღებაც მოხდა საზოგადოების პროტესტის და დასავლეთელი პარტნიორების მხრიდან არაერთი გაფრთხილების ფონზე. ქვეყანას კი რომელიც “ოცნების” თქმით, ევროპისკენ სვლას ღირსებით უნდა აგრძელებდეს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუჩერდა.

უფრო მეტიც, ევროკავშირის ლიდერებმა  გადაწყვიტეს, რომ შეეჩერებინათ საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) _ 30 მილიონი ევროს  ოდენობით 2024 წლისთვის. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში კი, განიხილება სხვა ზომების მიღებაც.

ამ ყველაფრისა და იმის მიუხედავად, რომ კანონი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობას საფრთხეს უქმნის და მათ უცხო გავლენის აგენტებად ნათლავს, ჯერ კიდევ რჩება საზოგადოების ნაწილი, რომლებიც ვერ აცნობიერებენ თუ რატომ არის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღებული კანონი საქართველოს  მომავლისთვის სახიფათო და რატომ არის რუსული. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” რონდელის ფონდის მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

_ კანონი, რომელიც დასავლელი პარტნიორების თხოვნის მიუხედავად, მაინც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, რატომ მოინათლა როგორც “რუსული კანონი“?

_ პირველ რიგში, იმიტომ, რომ მსგავსი კანონი მიიღეს რუსეთში და შემდეგ გავრცელდა რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოშიც. ის ზღუდავს ადამიანის უფლებებს, სიტყვის და გამოხატვის უფლებას, ხდება ადამიანების სტიგმატიზაცია, უცხოეთის აგენტის იარლიყის მიკერება (… სახელს რა მნიშვნელობა აქვს) _ ეს არის ავტორიტარული საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი კლიშეების, იარლიყების მიწებება,  რომელიც გამოიარა რუსეთმა და ჩვენ ვხედავთ რუსეთში არსებულ სიტუაციას. მათ წლები დასჭირდათ, რომ მისულიყვნენ  იქამდე, სადაც დღეს არიან ანუ  არავინაა რუსეთში იმის მომკითხავი, თუ რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინაში, რომელსაც უკვე ასი ათასობით რუსეთის და არა მარტო რუსეთის მოქალაქე შეეწირა. ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი, ამყარებს იგივე სისტემას როგორიც არის რუსეთში. ეს კანონი პირველად იყო მიღებული რუსეთში და ამ ყველაფრიდან გამომდინარე იწოდება “რუსულ კანონად“.

_ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა და ქმედება თანხვედრაშია, თუ მმართველი პარტია მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი, თავის ამომრჩეველზე მორგებული  გამონათქვამებით შემოიფარგლება?

_ არა, რა თქმა უნდა! ეს ყველაფერი მოდის რუსეთიდან. მმართველ პარტიას არჩევნების წინ მაინცდამაინც ასეთი რაღაც არ “აწყობდა“, მაგრამ ის ემორჩილება რუსეთის ბრძანებებს და ქართულმა საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს ყველას, ვისაც რუსეთის ინტერესების გატარება სურს. მხედველობაში მაქვს არჩევნები. არჩევნებზე უნდა მივიდნენ მოქალაქეები და თქვან, რომ არ სურთ რუსეთის ნაწილი იყვნენ, მათ სურთ დემოკრატია, განვითარება, იქნება ეს განათლების, ეკონომიკის თუ პოლიტიკური პროცესის მხრივ, მათ სურთ სასამართლო სისტემა იყოს დამოუკიდებელი. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმს ადარებენ. ეს იქნება ისტორიული მოვლენა საქართველოს ისტორიაში, 21-ე საუკუნეში, რადგან ამ რეფერენდუმზე სწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში, საქართველო გახდება ნატოს და ევროკავშირის წევრი, ხოლო თუ უარყოფითი პასუხი გასცა, მაშინ იქნება რუსეთის ნაწილი და საერთოდ,  მისი არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

_ ბატონო ზურაბ, როგორც თურქეთის და თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის სპეციალისტი, საინტერესოა თქვენი მოსაზრება, როგორია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა უახლოეს მეზობლებთან?

_ როდესაც ვსაუბრობთ უახლოეს მეზობლებთან პოლიტიკაზე და ზოგადად, პოლიტიკაზე, უნდა გავყოთ ორ ნაწილად. ერთი _ საქართველოს პოლიტიკა რუსული კანონის მიღებამდე და მიღების შემდეგ, რადგან რუსულმა კანონმა თავდაყირა დააყენა საქართველოს საგარეო პოლიტიკა ბოლო 30 წლის განმავლობაში. როდესაც “რუსულ კანონს” იღებ, რუსეთის მიერ ნაკარნახევ საგარეო პოლიტიკასაც ახორციელებ. თუმცა, ადვილი გასახორციელებელი არ არის ეს საგარეო პოლიტიკა და ჩვენ ვნახეთ უკვე,  რომ სანქციები წამოვიდა და კიდევ უფრო მეტი სანქციები გზაშია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან; ხდება ქვეყნის დასავლეთისგან დისტანცირება და რუსეთთან დაახლოება. შესაბამისად, რუსეთის ნაკარნახევი პოლიტიკის გატარება ნელ–ნელა იწყება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ კობახიძის ვიზიტი თურქეთში გვიან გაზაფხულზე, როდესაც თბილისში, “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამოსვლები იყო და ვნახეთ, პრეზიდენტ ერდოღანის განცხადება, რომ მოვლენები, რომლებიც საქართველოში განვითარდა, დასრულდება ისე, როგორც ეს ქართველ ხალხს სურს. თურქეთი ამ შემთხვევაში მხარს არ  უჭერს რომელიმე პარტიას, ის უჭერს მხარს საქართველოს. თურქეთისთვისაც საფრთხის მატარებელია საქართველოში რუსეთის გაძლიერება, რადგან ეს ატარებს თავის შინაარსში იმ საფრთხეს, რომ შეიძლება საბჭოთა კავშირი აღადგინოს რუსეთმა და ეს, პირველ რიგში, ეხება უკრაინას და საქართველოს. თუ ეს ორი წერტილი დაიმორჩილა, მაშინ საბჭოთა კავშირი რა სახელით აღდგება აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა. თურქეთი მხარს უჭერს უკრაინას, მათ შორის, სამხედრო გზითაც და არ ცნობს ყირიმს რუსეთის ნაწილად და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც რუსეთისგან განსხვავებით. თურქეთის პოზიცია გასაგებია, მას არ სურს რუსეთის გაძლიერება რეგიონში. ირანს რაც შეეხება, ის რუსეთის მოკავშირეა და მისთვისაც კი საფრთხის შემცველია რუსეთის გაძლიერება, მაგრამ ნაკლებად, რადგან ნაკლებად არის ჩართული კავკასიის საქმეებში. აზერბაიჯანს და სომხეთს რაც შეეხება, მათი დამოუკიდებლობაც პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან. თუ რუსეთმა შეძლო და ჩამოაშორა საქართველო განვითარების გზას, მაშინ ამ ორ ქვეყანასაც ეკეტება გზა დასავლეთისკენ, ევროპისკენ. აზერბაიჯანს, რომ თავისი ბუნებრივი რესურსების რეალიზაცია მოახდინოს დასავლეთში და სომხეთს იმისთვის, რომ შეძლოს და საბოლოოდ შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკის კურსი რუსეთიდან დასავლეთისკენ. ამიტომ, საქართველოს დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია და საქართველოს მოქალაქეები მართლაც რომ 26 ოქტომბერს ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ, მთლიანად რეგიონისთვის.

_ ამ საგარეო კურსით, ქმედებებით, რა ფუნქცია, როლი შეიძლება მიენიჭოს საქართველოს არა მხოლოდ დასავლური ინტერესების, არამედ, აზიური ინტერესების ჭრილში? რა გავლენას მოახდენს საქართველოს და, ამ ბოლო პერიოდში, სომხეთის საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილება რეგიონზე?     

_ ხდება საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილება.  საქართველომ იმ გზას გადაუხვია, სადაც იდგა და იმ გზაზე მიდის, სადაც სომხეთი იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომელსაც სომხეთისთვის სარგებელი არ მოუტანია და ჩქარი ტემპით ცდილობენ, რომ საგარეო პოლიტიკური  ორიენტაცია შეიცვალონ. კარგის არაფრის მომტანი იქნება რუსულ ორბიტაზე ყოფნა. დაახლოებით, იქნება ის, რაც არის ბელარუსი, ოღონდ,    ბელარუსთან შედარებით, კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში იქნება საქართველო, რადგან ბელარუსი ეკონომიკურად თვითკმარი ქვეყანა არის და თვითონ აწარმოებს პროდუქციას, საქართველოსგან განსხვავებით. საქართველო თავისი ეკონომიკური მოდელით, სამხედრო თვალსაზრისით, ცივილიზაციურად დასავლეთის ნაწილი არის და იქედან ასე, ერთი ხელის მოსმით ჩაწყვეტა გამოიწვევს დიდ ეკონომიკურ სირთულეებს, გამოიწვევს კოლაფსს; აღარ შემოვლენ ტურისტები (ტურისტები ბელარუსში არ დადიან), არც ინვესტიციებს ჩადებს არავინ. იქ, სადაც არ არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები უზრუნველყოფილი, არავის არ უნდა იქ ჩასვლა და  საქმის დაჭერა. ჩვენ დავინახეთ, როგორ გაუფასურდა ლარის კურსი “რუსული კანონის” მიღებისას, მაგრამ გარკვეული რესურსები აქვს სახელმწიფოს დაგროვილი და იმის რეალიზაციას ახდენს.  მაგრამ როდესაც გათავდება ეს რესურსები, გათავდება უცხოური ვალუტა, რა დაემართება ქვეყანას, რომელიც ინტეგრირებულია დასავლეთთან და დასავლეთის დახმარებით აგრძელებს ცხოვრებას?!

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ზურაბ ბატიაშვილი
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25 იანვარი, 2026
პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24 იანვარი, 2026
პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე

15:20; 23 იანვარი, 2026

ბლინკენმა ღაზას სექტორში ცეცხლის შესაწყვეტად ისრაელთან შეთანხმებას მიაღწია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25.01.2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026
საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25.01.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026
სპორტი

„ერთ დღეს გამოვიპარე და თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი“

10:21; 25.01.2026
სპორტი

„ბინა გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა“ რა მანქანაა ასეთიო…“

9:53; 25.01.2026
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

9:47; 25.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო