როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მიმდინარე ბრიფინგზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა, ხატია დეკანოიძე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ცნობისთვის: ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე წლის მარტში დატოვა.