წყლის „ჯიბე“ (იზოლირებული წყალი), რომლის ასაკი დაახლოებით 2,6 მილიარდ წელს შეადგენს, კანადის ერთ-ერთ მაღაროში, 2,4 კილომეტრ სიღრმეზე აღმოაჩინეს. მისი ფორმირება მრავალუჯრედიანი სიცოცხლის წარმოშობამდე მოხდა. ჯერჯერობით მეცნიერებს არ შეუძლიათ, გვითხრან, იმყოფებოდნენ თუ არა ცოცხალი ორგანიზმები წყალში, რომელიც ორ მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გარე სამყაროსგან იყო იზოლირებული, მაგრამ, მეთანისა და წყალბადის მაღალი დონე მიუთითებს ამის მაღალ ალბათობაზე.
წყლის მცირე ჯიბეები, რომლებიც მინერალების დანალექების სიღრმეებშია განლაგებული, სასარგებლო წიაღისეულის ფორმირების პროცესში წარმოიშვა. აქამდე აღმოჩენილი მსგავსი ტიპის ყველა წყლის ჯიბე მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი წლის განმავლობაში იყო იზოლირებული.
მეცნიერები იძლევიან იმის გარანტიას, რომ, წყალი, რომელიც სულფიდის დეპოზიტის ნაპრალებში, სპილენძისა და თუთიის საბადოებში, ოჰაიოს შტატ ტიმინსის ახლოს იპოვეს, საბადოს ჰაერთან კონტაქტში არ შესულა. ტორონტოს უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სპეციალისტი ბარბარა შერვუდი და მისი კოლეგები, რომლებიც დაკავებულნი არიან მთელ მსოფლიოში ღრმა მაღაროების კვლევით, აცხადებენ, რომ წყალს შეუძლია, მიედინებოდეს კლდის ნაპრალებში და იმყოფებოდეს იქ სრულ იზოლაციაში გარე სამყაროსგან, ანუ, წარმოადგენდეს თავისებურ კაფსულას, რომლის შესწავლით შეიძლება გავიგოთ, როგორი იყო გარემო შორეულ წარსულში.
გასული წლის ზაფხულში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აფრიკის ოქროს საბადოებში, 2,8 კილომეტრ სიღრმეზე აღმოჩენილ წყლის ჯიბეებში, რომლებიც აგრეთვე იზოლირებულია გარემოსგან ათეული მილიონი წლების განმავლობაში, მიკრობებს შეეძლოთ არსებობა. ეს „რეზერვუარები“ ბევრჯერ უფრო მარილიანი იყო, ვიდრე ზღვის წყალი, ქიმიური შემადგენილობა კი ოკეანის ფსკერის თერმული წყლების მსგავსი ჰქონდათ – მათში გახსნილი იყო ბევრი წყალბადი და სხვა შენაერთები, რომლებიც ხელს უწყობენ სიცოცხლეს.