რუსეთის ხელისუფლება CNN-ის რეპორტიორს და ორ უკრაინელ ჟურნალისტს საზღვრის “არალეგალურად” გადაკვეთაში სდებს ბრალს.
“რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) აღძრა სისხლის სამართლის საქმე ბრიტანელი ჟურნალისტის ნიკ პატონ უოლშის და უკრაინელი კორესპონდენტების, ოლესია ბოროვიკის და დიანა ბუცკოს წინააღმდეგ, რომლებმაც უკანონოდ გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი და გადაიღეს სუჯას დასახლების მიდამო კურსკის რეგიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მალე მათ საერთაშორისო ძებნილ პირთა სიაში შეიყვანენ.