საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ფიტნესინდუსტრიის სექტორში, შპს „ფიტპასს ჯორჯიასთან” პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;
მომსახურების ხელშეკრულებაში, ცვლილებ(ებ)ის შეტანის შემთხვევაში, 1 თვით ადრე, სერვისის თითოეულ მომხმარებელს ელ-ფოსტის მეშვეობით აცნობოს.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 3 თვის ვადა – სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად.