როგორც უკვე ვწერდით, რიკოთის გვირაბში ავარია მოხდა _ ჩვენი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარის გამო, უღელტეხილზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობი იყო, თუმცა ამ დროისთვის, მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.