https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თორნიკე თურმანიძე: “ცივილიზებული სამყაროს ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია სულ სხვა გზა”

11:59; 25.08.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ქართული ოცნების” მიერ მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის”  შესახებ კანონს საზოგადოების დიდი ნაწილი, ოპოზიციური სპექტრი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები  “რუსულ კანონად” მოიხსენიებენ; ექსპერტები კი საქართველოს, ამ კანონის გახორციელების შედეგად, რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ. რატომ უწოდებენ აღნიშნულ კანონს  “რუსულს” და რას უნდა ელოდოს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველო _ ამ და სხვა თემების შესახებ “გურია ნიუსი”  “რონდელის ფონდის” უფროს მკვლევარს, თორნიკე თურმანიძეს ესაუბრა.

_ ბატონო თორნიკე, რატომ უწოდებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ მიღებულ კანონს “რუსულს“?

_ ეს არის “რუსული” კანონი,  იმიტომ რომ ძალიან ჰგავს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მიიღეს რუსეთის ფედერაციაში 2012 წლიდან. რუსეთის შემთხვევაში, რამდენიმე კანონში შეიტანეს შესწორებები და ეს გრძელდებოდა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. წლიდან წლამდე სულ უფრო მკაცრდებოდა რეგულაციები არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების წინააღმდეგ, რამაც, საბოლოოდ, გამოიწვია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ამგვარი ორგანიზაციების გაქრობა. საქართველოს შემთხვევაში, ის მანკიერება რაც იყო გაბნეული სხვადასხვა რუსულ საკანონმდებლო აქტებში, არის მოქცეული ერთ კანონში, რომელსაც თავიდან ერქვა “უცხოური აგენტების” კანონი და შემდეგ შეუცვალეს სახელი და დაერქვა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი. მაგრამ, არსებითად, აქ შინაარსი არ შეცვლილა. ეს კანონი არის რუსული, იმიტომ რომ ისევე როგორც რუსული კანონი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების განადგურებისკენ და არ არის ის, რაც გამოტანილია სათაურში.

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ ძალიან დეტალურ დასკვნაში წარმოადგინა უამრავი არგუმენტი, თუ რატომ ჰგავს ეს კანონი რუსულ კანონს და მიზანი ამ შემთხვევაში და შედეგიც, მას შემდეგ, რაც ეს კანონი ამოქმედდება, იქნება ანალოგიური _ გამოიწვევს არასამთავრობო ორგანიზაციების, კრიტიკული მედიის გაქრობას. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ეს კანონი მიმართულია ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ, როგორიცაა შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ასეა, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ზედმეტ ძალაუფლებას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებში და მედიასაშუალებებში მომუშავე ადამიანების ცხოვრების შესასწავლად. ანალოგიური შეფასებები გააკეთა ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმაც გამოაქვეყნა საკმაოდ დეტალური  დასკვნა, რომელიც ნაწილობრივ იმეორებს და მეორე მხრივ, კიდევ უფრო ფართოდ შლის იმ დასკვნას, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა. ასე რომ არგუმენტები საკმარისზე ბევრი არის და როგორც ჩანს, ჩვენ პრაქტიკაშიც ვნახავთ, რომ ეს გამოიწვევს ამ ორგანიზაციების დასუსტებას, მათი რიცხვის შემცირებას და გაქრობას. სულ მცირე, ეს მოახდენს ამ ორგანიზაციების მუშაობის შეფერხებას და სტიგმატიზაციას ოქტომბერში დანიშნული არჩევნების წინ, ხოლო შემდეგ, თუ “ქართული ოცნება” დარჩა ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, მთელი სიმკაცრით გააგრძელებენ ამ კანონის ამოქმედებას.

_ თუ შეიძლება, უფრო კონკრეტულად რომ გაგვიმარტოთ, როგორ შეიძლება შეაფერხოს მედიის მუშაობა ამ კანონმა, მაგალითად, არჩევნებთან დაკავშირებით?

_ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე, რა დოზით განახორციელებს სადამსჯელო ღონისძიებებს ოქტომბრის არჩევნებისთვის. ლოგიკურია იმის ვარაუდი, რომ სექტემბრიდან პირველი დარტყმა იქნება მიყენებული იმ ორგანიზაციებზე, ვინც აკვირდება არჩევნებს. მოსალოდნელია, რომ იქნება უარყოფითი  ინტენსიური კამპანია ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ყოველთვის აკვირდებოდნენ არჩევნებს. ჯერ ძალიან რთულია პროგნოზირება ხელისუფლება, უბრალოდ, არ დაუშვებს ამ ორგანიზაციებს არჩევნებზე დასაკვირვებლად, რადგან ისინი აღიარებულები იქნებიან როგორც “უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლები” თუ/ან შეიძლება მოედავოს. ვიცით, რომ ბევრი ორგანიზაცია არ აპირებს აგენტების რეესტრში დარეგისტრირებას; თუ იქნება აგრესიული კამპანია ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში იქნება “ქართული ოცნების” პარტიული აქტივის მიგზავნა ამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აგენტების ძახილი, შევიწროება და ეს კანონი გაუმაგრებს ზურგს იმ სადამსჯელო ღონისძიებებს, რაც შეიძლება გაატარონ არჩევნებამდე და არჩევნების დღესაც.

_ ბატონო თორნიკე, აქტიურად საუბრობენ, რომ ამ კანონის მიღებით საქართველო საგარეო პოლიტიკურ კურსს იცვლის და ავტორიტარული რეჟიმის სახელმწიფოდ შეიძლება ვიქცეთ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

_ დიახ, ამ კანონის მიღებას აქვს ორი განზომილება: ერთი _  საშინაო პოლიტიკური და მეორე _ საგარეო პოლიტიკური. ეს ორივე განზომილება თანამედროვე სამყაროში ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული. “რუსული კანონის” მიღებით ხელისუფლება დაადგა ავტორიტარიზმის გაძლიერების გზას, დემოკრატია სუსტდება, ავტორიტარიზმის ნიშნები უფრო ძლიერდება. ჯერჯერობით, საქართველო სხვადასხვა რეიტინგებში არის ჰიბრიდული რეჟიმის ჯგუფში, მაგრამ თუ დავაკვირდებით, რეიტინგებში ჩვენი პოზიცია  უფროდაუფრო უარესდება და განსაკუთრებით იქნება გაუარესებული, როდესაც ამ რეიტინგებზე “რუსული კანონის” მიღება აისახება. თუმცა, რეიტინგების გარეშეც ნათელია, რომ ამ კანონის მიღებით ძალიან დაჩქარდა ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია და დემოკრატიის უკუსვლა. ეს, თავის მხრივ, არის კავშირში საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან. აი, ამ ცვლილების ნიშნები ნათელი იყო მანამდეც და განსაკუთრებით ცხადი გახდა რუსეთ–უკრაინის ომის დაწყების შემდეგ,მაგრამ ის,რომ საქართველო იცვლიდა საგარეო პოლიტიკურ კურსს დადასტურდა “რუსული კანონის” მიღების შედეგად. ეს დაადასტურა ამ კანონის მიღებამ, ისევე როგორც სხვა ბევრმა ქმედებამ “ქართული ოცნებისამ“: ანტიდასავლური პროპაგანდის კამპანიის აგორება ჯერ “ხალხის ძალის” და შემდეგ უკვე “ოცნების” პარტიის მეშვეობით; ევროკავშირის, ნატოს ლანძღვა, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც პირველად არ მოგვცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი; პერსონალური თავდასხმები ელჩებზე,  პარლამენტარებზე… მოკლედ, მთელი “ბუკეტი” ამ ქმედებებისა დასრულდა იმით,რომ საქართველო დაშორდა დასავლეთს, გაუფუჭდა ურთიერთობა მეგობრებთან, ევროკავშირთან, ნატოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც 2009 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი… და გაძლიერდა ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთთან და რუსეთის მხრიდან სულ გვესმის “ქართული ოცნების” ხელისუფლების ქება. ეს გამოიხატა იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც მიიღო რუსეთის ხელისუფლებამ _ ფრენების დაშვება, უვიზო მიმოსვლის შემოღება და ა. შ. საგარეო პროცესებში ვხედავთ, რომ ერთი მხრივ გაყინულია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი, მეორე მხრივ, რუსეთისგან ვისმენთ, რომ მზად არიან აღადგინონ პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები. რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესებას, ეს შეიძლება რამდენიმე კომპონენტად დავყოთ; ევროკავშირი ვახსენე პირველ რიგში, რაც ყველაზე პრიორიტეტულია, რადგან ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა,რომ ხელისუფლებამ მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა 12 რეკომენდაციიდან და შემდეგ უკვე 9 ნაბიჯი, 9 მიმართულება, რომლისკენაც უნდა გავახორციელოთ რეფორმები. მაგრამ, ამ ყველაფრის სრულად საწინააღმდეგოდ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მიიღო “რუსული კანონი“, რამაც გააჩერა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ამ ინტეგრაციული პროცესის განახლება დამოკიდებულია “რუსული კანონის” გაუქმებაზე და იმ 9 ნაბიჯის გადადგმაზე თავისი შემადგენელი რეფორმებით _ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეუძლია საქართველოს გადავიდეს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე და გაიხსნას მოლაპარაკებები, როგორც ეს მოხდა უკრაინის და მოლდოვას შემთხვევაში. კიდევ ერთი კომპონენტია ურთიერთობის გაუარესება ამერიკის შეერთებულ შტატებთან; სტრატეგიული პარტნიორი აცხადებს, რომ უნდა გადახედოს საქართველოსთან თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში  და ვნახეთ, რომ ეს პროცესი დაიწყო. ამას მოჰყვა სავიზო შეზღუდვები “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ფინანსური დახმარების შეჩერება და ზოგადად, პოლიტიკური ურთიერთობის შემცირება, რაც ევროკავშირის შემთხვევაშიც გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია ნატოსთან ურთიერთობების გაუარესება. სამხედრო კომპონენტს რაც შეეხება, გაუქმდა სამხედრო წვრთნები, რომელიც ყოველწლიურად ტარდებოდა. დასავლელი პარტნიორებისგან მუდმივად  არის საუბარი დახმარების შეჩერებაზე, ურთიერთობის გადახედვაზე, კომუნიკაციის შემცირებაზე.

რა საფრთხეებს ქმნის ეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ დასავლეთთან აღარ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა, საქართველო რჩება პირისპირ და დაუცველი რუსეთის ფედერაციასთან და ყველანაირი საუბარი ხელისუფლების მხრიდან, რომ დალაგებული აქვთ ურთიერთობები რუსეთთან არის ფუჭი, რადგან რუსეთი ყოველთვის ასე იქცეოდა და ახლაც გაზრდის წნეხს საქართველოს ხელისუფლებაზე, სულ უფრო მეტ რაღაცას მოსთხოვს. დასავლეთისგან იზოლაცია ნიშნავს, რომ საქართველო აღმოჩნდება რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის სფეროში და ეს იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი… პრინციპში, არის უკვე ღალატი _ საქართველოს არჩევანი არის დასავლეთში ინტეგრაცია, ევროკავშირის და ნატოს წევრობა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერება და ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვხედავთ პირიქით, გაზრდილ საფრთხეს, რომ საქართველო აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის სფეროში. ესეც მნიშვნელოვანი დეტალია საგარეო პოლიტიკისთვის,რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა და მათ რიტორიკაში ჩინეთთან სტრატეგიული  პარტნიორობა უფრო მაღლაა დაყენებული,  ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. ზოგადად,  ჩინეთთან  ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ქონა პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემაა სტრატეგიული პარტნიორობა, იმ სახელწიფოსთან, რომელიც ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში და დასავლეთის მთავარ გეოპოლიტიკურ მეტოქედ არის აღქმული. ჩინეთი და რუსეთი, ამ ეტაპზე, არიან მოკავშირეები და ერთიანი ფრონტით იბრძვიან დასავლეთის წინააღმდეგ; და როცა ამ პირობებში საქართველო შორდება დასავლეთს და უახლოვდება ერთი მხრივ, რუსეთს და მეორე მხრივ, ჩინეთს, ამ ავტორიტარულ ბანაკს, ეს უკვე ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. სწორედ ეს უქადის მას რუსეთის გავლენის ზონაში შესვლას, სადაც ასევე ჩინეთს ექნება გარკვეული გავლენა და ამ ცივილიზებული სამყაროს ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია სულ სხვა გზა.

გურია ნიუსი
თორნიკე თურმანიძე
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ, ისიც ეყოფათ, რასაც უშვებიან ევროკავშირს

14:15; 29 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28 დეკემბერი, 2025

მპოვნელი ათასი დოლარით დასაჩუქრდება _ აბაშაში ძაღლი დაიკარგა

მედია: პენიტენციური დაწესებულების მეორე განყოფილებაში პატიმარს სცემეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ან გაწმინდონ, ან მარილი დაყარონ” _ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე

21:08; 30.12.2025
ფინანსები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:16; 30.12.2025
სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

16:08; 30.12.2025
ფინანსები

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა

15:30; 30.12.2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30.12.2025
სამართალი

“ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს” _ ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

13:42; 30.12.2025
სამართალი

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

13:01; 30.12.2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30.12.2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო