საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 17 მსჯავრდებული შეიწყალა.
“საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 17 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, 13 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია. 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს”,_ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.