ძლიერი წვიმის შედეგად სუდანში კაშხალი ჩამოინგრა.
როგორც BBC იუწყება, მომხდარს 60 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს და არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
არბატის კაშხალს აქვს 25 მილიონი კუბური მეტრი სიმძლავრე და არის სასმელი წყლის მთავარი წყარო პორტ სუდანის სანაპირო ქალაქისთვის, სადაც სამხედრო მთავრობაა განთავსებული.
16-თვიანი სამოქალაქო ომის შედეგად განადგურებული სუდანი ახლა განიცდის კოკისპირულ წვიმებს და წყალდიდობას, რამაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა და ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები.