უწინ ინდოეთში ახალდაქორწინებულ წყვილს პირველი საქორწინო ღამე არ ჰქონდა. ოთხი დღის განმავლობაში საწოლში ცოლ-ქმარს შუაში ედო ხის ჯოხი, რომელიც სპეციალური ჯიშისგან – უდუმ ბარისგან მზადდებოდა და განასახიერებდა ღვთაება ვიშვავარუს. ეს წყვილის მომავალი შვილების ჯანმრთელობისთვის იყო საჭირო.
თურმე, ქალების 22 პროცენტი გათხოვების პირველ კვირას ძალიან ნანობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
კენიაში საქმრო ერთი თვის განმავლობაში ვალდებულია, ჩაიცვას ქალის ტანსაცმელი და აკეთოს ქალის საქმე, რათა კარგად მიხვდეს, რა ვალდებულებები აქვს ცოლს და რას გრძნობს ის, როცა საოჯახო საქმეებით არის დატვირთული.
ამერიკაში, სამხრეთ კაროლინის შტატში, ყველა მამაკაცი, რომელიც ქალს ცოლობას სთხოვს, ვალდებულია, აუცილებლად დაქორწინდეს მასზე და ამას კანონი ავალდებულებს. ანუ, საკმარისია, წამოგცდეს „გახდი ჩემი ცოლი“, რომ ცოლიანი ხარ.
საქორწინო ტორტის ტრადიცია ძველი რომიდან მოდის. იქ წყვილი ცოლ-ქმრად არ ჩაითვლებოდა, თუკი ხალხის თანდასწრებით საქორწინო ღვეზელის თითო ნაჭერს არ მიირთმევდა.
ყველაზე ორიგინალური საქორწინო რიტუალი 2003 წლის 10 აგვისტოს კოსმოსში შედგა: რუსმა კოსმონავტმა მალენჩენკომ ამერიკაში მცხოვრებ რუს ეკატირენა დმიტრიევაზე იქორწინა. მათ საქორწინო კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმად, წყვილს განქორწინება მხოლოდ კოსმოსურ ორბიტაზე შეუძლია.
ნიგერიაში, თუ ცოლი გამხდარია, მის ნათესავებს შეუძლიათ, შესჩივლონ სიძეს და მოსთხოვონ, უკეთ იზრუნოს საკუთარ მეუღლეზე. მდიდარი ქმრები სპეციალურად ქირაობენ დიეტოლოგებს, რათა ცოლები გაასუქონ.