ანი ნასარეია სამტრედიის მეცხრე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანია. ცხრა კლასის დასრულების შემდეგ, ანიმ წარჩინებული სწავლისთვის სახელმწიფოსაგან საჩუქრად კომპიუტერიც მიიღო.
წელს ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა, რითაც ოცნება აისრულა.