ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლალი სიჭინავა სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს თუ რამდენმა ოზურგეთელმა ახალგაზრდამ მიიღო სახელმწიფო გრანტი.
„მადლობა, მადლობა, მადლობა თქვენ , ჩემო უმაგრესო და უჭკვიანესო აწ უკვე პირველკურსელებო, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო და თქვენი საამაყო შვილების წარმატებით გახარებულო მშობლებო . ბედნიერი ვარ თქვენი სიხარულით, ემოციებს ვერ ვმალავ…
სიამაყით გახარებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებებს:
380 სტუდენტი !
16 – 100 %
13 – 70%
46 – 50%
გილოცავთ დიდი სიყვარულით!” – წერს ლალი სიჭინავა.