დღეს, დილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომართან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავტო ავარიის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი გადაყვანილი იქნა ჩოხატაურში, კლინიკაში “ჯანმრთელობის სახლი გურიაში”.
კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „გურია ნიუსთან” უთხრა, რომ ორივე დაშავებულს უტარდება პირველადი კვლევები.