იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა ,,იმედის” ეთერში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაცია არ ზღუდავს არც ერთი ორგანიზაციის საქმიანობას.
,,პირველ რიგში, აქ უნდა გავმიჯნოთ მთავარი, რეგისტრაციის შემთხვევაში ორგანიზაციებს არ ემუქრებათ არავითარი საფრთხე, არავითარი ზიანი, არ ფერხდება მათი საქმიანობა, არ ფერხდება მათი დაფინანსება. კანონის შესრულება არავითარ საფრთხეს და ზიანს ორგანიზაციებისთვის არ წარმოშობს, ხოლო ისინი, ვინც არ დარეგისტრირდებიან, პირველ რიგში, საკუთარ ორგანიზაციასვე აყანებენ ზიანს, გადაწყვეტილების მიმღები პირები ამ შემთხვევაში. არ ვიცი დონორთანაც ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ახსნიან, ალბათ, ან ვერ ახსნიან, ამ დეტალებში უკვე მე ვერ შევალ,”- განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.