საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში 450 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მოინახულა.
სამსართულიან შენობაში მოეწყო: 24 საკლასო ოთახი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი, სასადილო, გარე მოედანი, სპორტული და სააქტო დარბაზები. საერთაშორისო სტანდარტების მქონე სკოლის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13,7 მილიონი ლარი გამოიყო და იგი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved