BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ კავშირგაბმულობის ინსტიტუტი ნაწილობრივ განადგურდა პოლტავაზე თავდასხმის დროს. ეს არის სამხედრო ინსტიტუტი, ამიტომ სავარაუდოა, რომ დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან იუნკრები და ჯარისკაცები.
“პოლტავაში დაღუპულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა, 219 დაშავდა”,_ განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დმიტრო ლაზუტკინმა ტელეინტერვიუში.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსი სამხედრო ბლოგერები ამბობენ, რომ თავდასხმის დროს იუნკერები აღლუმის მოედანზე შეიკრიბნენ. ამ განცხადებების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ობიექტებს უნდა ჰქონდეს დაბომბვის დროს თავშესაფრები, პოლტავას დარტყმა აჩვენებს, რომ ჯარისკაცებს შეიძლება არ ჰქონდეთ საკმარისი დრო იქ მისასვლელად.
უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის გათვალისწინებით, სამხედრო საგანმანათლებლო ობიექტები არ შეიძლება იყოს სრულიად უსაფრთხო.
წარსულში რუსეთმა დასავლეთ უკრაინაში მდებარე იავორივის საწვრთნელ მოედანზე დარტყმა განახორციელა და სამხრეთით მიკოლაივში სამხედრო ყაზარმებს შეუტია.