დღეს, 5 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ“, განკარგულება მიიღეს.
საკითხის ირგვლივ, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა.
_სააგიტაციო მასალის განთავსება იკრძალება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, პოლიციის შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე განთავსება-გაკვრა, _ თქვა მან.
განკარგულებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების გარდა, სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს სხვა ობიექტებზეც, მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
როგორც ღურჯუმელიძემ თქვა, განკარგულება ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
ავტორი