გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთ-უკრაინის ომისთვის „სამშვიდობო გეგმას“ ამზადებს, რომელიც გულისხმობ, რუსეთს დარჩეს ადრე დაპყრობილი უკრაინული ტერიტორიები, _ იუწყება unian.net La Repubblica-ზე დაყრდნობით.
როგორც La Repubblica წერს, შოლცი გეგმავს, გამოიყენოს რუსეთ-უკრაინის ომი და ისტორიაში შევიდეს, როგორც „მშვიდობის კანცლერი“, რათა აღიდგინოს საკუთარი დაკარგული პოზიციები გერმანიაში.
„გამანადგურებელმა დამარცხებამ ტიურინგიასა და საქსონიაში, რომელსაც შეიძლება მოყვეს 22 სექტემბრს დამარცხება ბრანდენბურგში, აიძულებს შოლცს გადადგას ნაბიჯი უკან და გაითამაშოს უკრაინული ბანქო, რომ თავი დააღწიოს მძიმე სიტუაციას“, _ წერს La Repubblica.
გამოცემა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შოლცი თანაპარტიელებთან ერთად მუშაობს თავისებურ „მინსკის შეთანხმებაზე“, რომელიც გულისხმობს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის მოსკოვისთვის გადაცემას.
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ დადგა მომენტი, როცა უნდა დაიწყოს უკრაინაში მშვიდობის დამყარებაზე საუბარი.
შოლცის ამბობს, რომ მან განიხილა ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელთანაც მას „კარგი ურთიერთობები“ აქვს. შოლცის თქმით, ზელენსკი, თითქოს თანახმაა, შემდგომ სამშვიდობო მოლაპარაკებას რუსეთის მხარეც ესწრებოდეს.
გერმანიაში უკრაინის ყოფილი ელჩი ანდრეი მელნიკი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას არაფერი აქვს საწინააღმდეგო, თუ გერმანია იკისრებს შუამავლის როლს და პუტინთან განიხილავს მოლაპარაკებების საკითხს.