თერჯოლაში, პირველი საჯარო სკოლის წინ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი გრანტი, რომელიც სკოლის აღდგენას უნდა მოხმარებოდა, სავარაუდოდ, გაფლანგულია, სკოლის გახსნა კი სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ მოესწრება.
“რამდენიმე დღეში იწყება სწავლა და ვიმყოფებით თერჯოლის პირველ საჯარო სკოლასთან, რომელიც უნდა ფუნქციონირებდეს, უკვე წლებია, მაგრამ წლებია, მსოფლიო ბანკის მიერ გაცემული გრანტი არ არის ათვისებული, ან გაფლანგულია, ან როგორც ივანიშვილის რეჟიმს ახასიათებს, შეჭმულია ეს თანხა და სკოლა არის, ფაქტობრივად, გაუქმებული – რა თქმა უნდა, ვერ მოესწრება უახლოეს დღეებში მისი გახსნა, მაგრამ არც ხდება აქ არაფერი, როგორც ხედავთ.
მინდა მივმართო, მათ შორის, მდინარაძეს, რომ მათ მშობლიურ სკოლებს მაინც მიხედონ, თუ სხვებზე არ იზრუნებენ; ჩვენ ვიცით, რომ ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ვიცით, რომ საოცრად კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს განათლების სისტემაი ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით.
ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს, გენოციდის ერთ-ერთი ფორმაა: შეუძლებელია, ქვეყანაში განათლების სიტემაში გვქონდეს ასეთი მდგომარეობა და მერე ვსაუბრობდეთ რაიმე პერსპექტივაზე, ეს არის ქართველების გარეშე საქართველოს დარჩენის, ქართველების განადგურების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი”, – აცხადებს თერჯოლიდან “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი.