ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ეგვიპტეში ჩავიდა.
euronews- ის ინფორმაციით, ბორელის ვიზიტი მიზნად ისახავს მოლაპარაკებებს ეგვიპტის პრეზიდენტთან ელ-სისისთან ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ.
მათი დისკუსიები მოიცავს ევროკავშირის როლს ღაზაში ისრაელის ომის შედეგად გამოწვეული ადამიანური ტანჯვის შემსუბუქებაში, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობის მცდელობებს ეგვიპტის, აშშ-სა და კატარის მიერ.
„დღეს ყველაზე აქტუალურია ღაზაში სასწრაფო დახმარების მანქანების შეყვანა და დაჭრილებისთვის დახმარების გაწევა. ამიტომ ევროკავშირი მზადაა, შესთავაზოს თავისი ლოგისტიკური შესაძლებლობები ამ საზღვრის ხელახლა გასახსნელად. ევროპელი პერსონალი განლაგდება ამ საზღვრის მეორე მხარეს, რათა საზღვრები იყოს ღია”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.
ბორელმა ისაუბრა რაფაჰის გადასასვლელთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებაც, რომელიც დაეხმარება ღაზელ ბავშვებსა და მათ აღმზრდელებს ეგვიპტეში.