“12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება”,_ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).