ამ წუთებში ხანძარია სამტრედიაში, ჭანტურიას ქუჩის მეოთხე ჩიხში.
თერთმეტ ნომერში მცხოვრებ ამირან გოგიას სახლიდან კვამლი მეზობლებმა შენიშნეს. რის შესახებაც 112-ში დარეკეს.
ამწუთებში ექვსი სახანძრო ავტომანქანა მუშაობს შემთხვევის ადგილზე.
მეზობლების ინფორმაციით, ხანძარი ელექტრო სადენებს გაუჩნდა. ოთახებში მუყაოს ყუთები ინახებოდა, რამაც გამოიწვია ხანძრის გავრცელება და გამწვავება.