ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, 108 წლის ქალბატონი, თინა მამალაძე გარდაიცვალა.
_ საოცარი ადამიანი იყო. ამ ასაკშიც კი არ უავადმყოფია. ყოჩაღად იყო. ლაღი, იმედიანი, მეგობრული, საუცხოო დედა და ბებო, ყველასთვის სანატრელი მეგობარი და მეზობელი, _ ამბობენ სამეზობლოში.
_დეიდაჩემის ოჯახი 30-ზე მეტი წლის წინ გადმოსახლდა ქვაბღადან, (ჩოხატაური) ლიხაურში. ხუთი შვილი ჰყავდა. ორი გარდაცვლილია. საოცრად მუსიკალური ოჯახი. მეუღლე ადრე გარდაეცვალა. სად არ შრომობდა, ჩაიში თუ შინამეურნეობაში. ყოველთვის უამრავი ფრინველი და შინაური ცხოველი ჰყავდა. საუცხოო მასპინძელი. საოცარი დეიდა იყო, ასაკმა მაინც თავისი ჰქნა…_ გვიამბობს წარმატებული მეურნე, ცხემლისხიდის მკვიდრი შოთა მახარაძე.
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს საუკუნეს გადაბიჯებულ ქალბატონს, ვინც მქვეყნად საწუთისოფლიო ვალი ღირსეულად მოიხადა.
ავტორი