ჩვენ, სპორტსმენებმა რაც არ უნდა კარგი ვაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ, სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ.
კითხვაზე, იზიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის მისამართით “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეფასებებს, ტალახაძე ასე პასუხობს: „ქვეყნის მოღალატეს მე არავის ვაკადრებ და არ ვუწოდებ“.
„ვიცი, რომ გუშინდელ დაჯილდოებაზე იყო მოწვეული პრეზიდენტი, მაგრამ არ მოვიდა. ეს მე, როგორც სპორტსმენს, არ მწყენია”,- აღნიშნა მან.
ამასთან, ლაშა ტალახაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა.