მეცნიერებმა უძველესი ევროპელის სახეს ნათელი მოჰფინეს. გენეტიკურმა ტესტებმა ცხადყო, რომ მონადირე შემოგროვებელს, რომელიც შვიდი ათასი წლის წინ ცხოვრობდა, მუქი ფერის კანის და თმის და ლურჯი თვალების უჩვეულო კომბინაცია ჰქონდა. მეცნიერები ამ აღმოჩენამ გააოცა, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ევროპის უძველესი მაცხოვრებელი ქერა იყო.
კვლევა ბარსელონას ევოლუციური ბიოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა. კვლევის ავტორი კარლეს ლალუეცა ფოქსი ამბობს, რომ ღია ფერის კანი უფრო გვიან განვითარდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
ორი მონადირე-შემგროვებლის ჩონჩხი ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ მთებში, გამოქვაბულში აღმოაჩინეს. ცივმა და ბნელმა გარემომ ნაშთები კარგად შემოინახა. მეცნიერებმა შეძლეს, უძველესი მამაკაცების კბილიდან დნმ-ის ანალიზი გაეკეთებინათ და განესაზღვრათ მათი გენომი.
მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უძველესი ევროპელები გენეტიკურად ყველაზე ახლოს შვედ და ფინელ ხალხთან არიან. უძველესი ევროპელის გენებმა ცხადყო, რომ მისი თმა იყო შავი ან ყავისფერი და მისი კანი იყო მუქი, მაშინ როცა თვალები ლურჯი ჰქონდა. ეს იყო სწორედ ის, რამაც მეცნიერები გააოცა.
„ცხადია, რომ ეს მამაკაცი ევროპაში იყო 40 ათასი წლის წინ და მას ისევ მუქი ფერის კანი ჰქონდა”, – ამბობს ფოქსი.
მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ პირველი ევროპელები ქერა 45 ათასი წლის წინ, აფრიკის დატოვებიდან და კონტინენტზე გადმოსვლიდან მალევე გახდნენ.
ავტორი