დღევანდელი მაჩვენებლით სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასწავლო დაწესებულებებში 576 პირველკლასელია დაფიქსირებული. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრში გვითხრეს, გარკვეული მიზეზების გამო, თავის დროზე, მშობლებმა ვერ განახორციელეს შვილების სასურველ სკოლებში რეგისტრაცია. ამდენად, დღემდე მიმდინარეობს განსაკუთრებული წესით, არგუმენტირებული განმარტებების საფუძველზე, რესურსცენტრის თანხმობით სხვადასხვა სკოლებში პირველკლასელთა მიღება.
,,გარდა ამისა, ხდება სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოსწავლეთა მობილობა, რომელიც პირველი ოქტომბრიდან განახლდება. ამჯერად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებს ჰყავს 576 პირველკლასელი. ეს ციფრი წინა წელთან შედარებით გაზრდილია. შარშან სამტრედიაში 558 პირველკლასელი გვყავდა,”-,,გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, თინათინ ხარძიანმა.
ავტორი