გლოვის დღე პორტუგალიაში. ტყის ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც euronews იუწყება, დაღუპულებს შორის სამი მეხანძრე-მაშველია, 2 ადამიანი კი ხანძრის შედეგად უეცარი დაავადებით დაიღუპა. დაშავებულია 161 ადამიანი, რომელთაგან 12 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ძირითადად ჩაქრა, კასტრო დაირში ცეცხლი მაინც არის და 2400-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული.
სამშაბათს საღამოს პორტუგალიის პრემიერ -მინისტრმა ლუის მონტენეგრომ გამოაცხადა უბედურების მდგომარეობა ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში და მოითხოვა უფლებამოსილება მეტი მეხანძრეებისა და საჯარო მოხელეების მობილიზებისთვის.
მან ასევე მოუწოდა პოლიციის გამომძიებლებს გააორმაგონ ძალისხმევა იმ ადამიანების მოსაძებნად, ვინც ხანძარი გააჩინა და დახმარება აღუთქვა მათ, ვინც დაკარგა სახლები ან ევაკუირებული იქნა.
ევროპის კოპერნიკის სატელიტური სისტემის მიხედვით, პორტუგალიის მატერიკზე დამწვარი ფართობი 121000 ჰექტარზე მეტია. ჩრდილოეთით და ცენტრში დამწვარია 100 000 ჰექტარზე მეტი, რაც მთლიანი დამწვარი ფართობის 83 პროცენტს შეადგენს.