ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვა, ორგანული ნივთიერებებით, მიკრო ორგანიზემებითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგის ზედა ფენის შენარჩუნების პროცესია. აღსანიშნავია, რომ 1 სმ ჰუმუსოვანი ფენის წარმოქმნისთვის დაახლოებით 100-დან 1000 წლამდეა საჭირო
ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურული (და არა მარტო) პროექტის განხორციელება ხშირ შემთხვევაში მოითხოვს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნას, თუმცა, როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ასევე ადგილობრივი კანონმდებლობა, კერძოდ, „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N424 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამეტი მკაცრად განსაზღვრავს მისი მოჭრისა და დასაწყობების წესებს კომპანია ბახვი ჰესის მიერ მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოების პერიოდში მოჭრილი ნიადაგის ნაყოფიერი ფენა განთავსებულია სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე და დაუბრუნდება თავის პირვანდელ ადგილს, პროექტის დასრულების შემდეგ. #ჩვენერთადვაშენებთ |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved