ბევრი მშობლისთვის ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც ბავშვი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე მორალური წნეხის მსხვერპლი თანატოლების მხრიდან, რაზეც მას არ შეუძლია (სხვადასხვა მიზეზის გამო) სწორი რეაგირება. თქვენს შვილს რომ გაუადვილდეს თანატოლებთან ურთიერთობა, უნდა ასწავლოთ 10 წესი, რის შემდეგაც შეძლებს საკუთარი თავის დაცვას. მშობლებმა უნდა უთხრან ბავშვს:
1. არავის მისცე უფლება, დაარღვიოს შენი “საზღვრები და უფლებები”.
არავის მისცე უფლება გამოიყენოს შენზე ძალა. თუ შეგიქმნეს არაკომფორტული სიტუაცია, მოიკრიბე ძალა და შეეცადე დაიცვა თავი სიტყვით ან მოქმედებით. არ დაგავიწყდეს, რომ შენც პატივისცემით უნდა მოეკიდო სხვა ადამიანის უფლებებს.
2. შეინარჩუნე თავდაჯერებულობა საკუთარ ფიქრებსა და მოქმედებაში
აუცილებელია მშობელმა შეაქოს და თანაუგრძნოს თავის შვილს. კრიტიკულად მიუდექით საკუთარ შეცდომებს. ისწავლეთ შვილის მიღწევების დაფასება, ამით ხელს შეუწყობთ მის განვითარებას და გაუღვივებთ საკუთარი თავის რწმენას. რაც უფრო თავდაჯერებულია ბავშვი, მით უფრო ძნელია მისი დაჩაგვრა.
3. საჭიროა გჯეროდეთ
ასწავლეთ ბავშვებს ადამიანში დადებითი მხარეების დანახვა, არ “ჩაციკლოთ” ნეგატიურ სიტუაციებზე. ოპტიმისტი ადამიანი ადვილად აღიქვამს სამყაროს. იგი თავისკენ იზიდავს პოზიტივით და სიკეთით სავსე პიროვნებებს.
4. შენ გაქვს სრული უფლება საკუთარი აზრის გამოსახატად
მშობლები უნდა ეცადონ, რომ ბავშვი შეახვედრონ სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, მოასმენინოს მათი აზრი და უფლება მისცენ გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, ჩაერთონ პოლემიკაში და დააფიქსირონ თავისი აზრი. საკუთარი აზრის გამოთქმა, სხვადასხვა მიზეზით ადამიანებთან ურთიერთობა – დაეხმარება ბავშვს უფრო მეტად იყოს დარწმუნებული საკუთარ თავში.
5. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ჩხუბი არის ყველაზე ცუდი ვარიანტი პრობლემის მოგვარებისა
საუკეთესო გარიგება მიიღწევა მხოლოდ სიტყვიერი კომუნიკაციით. ეს სახლშიც უნდა გააცნობიეროს და ხედავდეს მშობლების მაგალითზე, რომ საუბრით, გონივრულობით წყდება პრობლემები და არა ყვირილითა და ცემა-ტყეპით.