გიორგი ქობულია, რომელიც ხუთი წლის წინ “ქართული ოცნების” მთავრობაში, მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს, ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, პოლიტიკაში ბრუნდება.
გიორგი ქობულია ხვალ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და გააკეთებს განცხადებას, თუ რომელ პარტიას შეუერთდება.
“გურია ნიუსის” წყარო ამბობს, რომ “ოცნების” ყოფილი მინისტრი, შესაძლოა, გახარიას გუნდს შეუერთდეს.
ჩვენ ვცდილობთ, გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია და დაზუსტებული მივაწოდოთ მკითხველს.