დოქტორმა დიანა ლოდერდეილმა ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან ეპიდემიოლოგიის ამერიკულ ჟურნალში გამოაქვეყნა თავისი შრომის შედეგები.
მასშტაბურ კვლევაში დღიურების გარდა გამოიყენებოდა სპეციალური მიმღებები. ამ მიმღებებს მაჯაზე იკეთებდნენ ცდის პირები და მათი მეშვეობით ზუსტად აღირიცხებოდა არა მარტო დაწოლისა და ადგომის დრო, არამედ ფაქტიური ძილის დროც.
38-50 წლის 669 ადამიანის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს გაცილებით ნაკლები დროის მანძილზე სძინავთ, ვიდრე ეს მათ სჭირდეაბთ. მამაკაცები ძილზე ხარჯავენ ქალებზე ნაკლებ დროს, ხოლო ღარიბები – მდიდრებზე.
თეთრკანიან ქალებს სძინავთ ყველაზე მეტი – 6,7 საათი, ხოლო მამაკაცებს – 6,1 საათი. აფროამერიკელ ქალებს სძინავთ 5,9 საათი, ხოლო მამაკაცებს – 5,1 საათი.
ამავე დროს გამოირკვა, რომ მაღალანაზღაურებიან ადამიანებს სძინავთ მეტ ხანს, ვიდრე ნაკლებ ანაზღაურებიანებს.
ავტორი