ისრაელის ვაიცმანის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სწავლულებმა დაადგინეს, რომ ქალის ცრემლებს, არა მარტო რთული ქიმიური შედგენილობა აქვს, არამედ მიაქვს განსაზღვრული სიგნალი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის.
“მართალია, ცრემლის სუნი განსხვავდება ოფლის სუნისგან, რომელსაც შეუძლია აღაგზნოს, მაგრამ ქალის ცრემლების სუნი მამაკაცებს სექსუალურ სურვილს უქვეითებს”, – იტყობინება გაზეთი “ლე ტემპსი.”
სწავლულებმა გაარკვიეს, რომ ცრემლების ჩასუნთქვა არ მოქმედებდა გამოსაცდელთა გუნება-განწყობაზე, მაგრამ მათ, ვინც დაყნოსა ცრემლები, ქალები ფოტოზე სექსუალური თვალსაზრისით ნაკლებად მიმზიდველები ეჩვენებოდათ. ამას გარდა, მათ უქვეითდებოდათ ტესტოსტერონის დონე ნერწყვში.
გამოსაცდელთა თქმით, ისინი თავს მოწყენილად არ გრძნობდნენ, მაგრამ სექსუალურ აგზნებას არ განიცდიდნენ. ამგვარად, ცრემლი ქალისათვის დამცავი საშუალება: აქვეითებს რა მამაკაცის სურვილს, ის თავს იცავს, როდესაც იმყოფება ფსიქოლოგიური სისუსტის მდგომარეობაში, – განმარტავს გამოცემა.
ავტორი