უკრაინის ნაკრებს საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგაზე ლიდერების ნაწილი ვერ დაეხმარება – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს ოლექსანდრ ზინჩენკო, რომელიც ტრავმირებულია. გარდა ამისა, თამაშს ტრავმის გამო ვერ მოახერხებს რუსლან მალინოვსკიც.
ამას გარდა, უკრაინული მედია იუწყება, რომ ნაკრებს, დიდი ალბათობით, ანდრეი იარმოლენკოც ვერ დაეხმარება. რებროვი დებიუტანტების, ოლექსანდრ ნაზარენკოს, ოლექსეი გუცულიაკს (ორივე – „პოლესია“) და დმიტრი კრასკოვის („შახტარი”) გამოძახებას აპირებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები უკრაინის ეროვნულ გუნდს პოლონეთის ქალაქ პოზნანში, „ლეხის“ სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება.