დათო როსტომაშვილი ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იგონებს:
„ერთხელ, კახი კავსაძეს დაურეკა ერთმა ქალბატონმა და თხოვნით მიმართა: ბატონო კახი, მე თქვენ ოცდაათი წლის წინ გაგიცანით, ალბათ, არ გახსოვართ, მაგრამ მაინც მინდა, ერთი თხოვნა შემისრულოთო.
კახი დაიბნა და უთხრა: კი ბატონო, თუ შემიძლია, შეგისრულებთ თხოვნასო. ქალმა დიდი მორიდებით დაიწყო: ბატონო კახი, თქვენ მიგყავთ გათამაშება, იქნებ ჩამიწყოთ საქმე და მომაგებინოთო.
კახიმ გაოცებულმა ჰკითხა: ქალბატონო, რამდენი ანაბარი გაქვთ გახსნილიო. ქალმა უპასუხა: არც ერთიო.
კახი ხუმრობდა, ასეთი რამე მარტო ჩვენს ქალაქში ხდება, რაღა უნდა მეპასუხა, არ ვიცოდიო“.
ავტორი