რუსთავი – თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფო-რუსთავი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.