ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ისრაელმა ბეირუთს დაარტყა, სამიზნე ჰაშემ საფიედინი იყო, რომელიც “ჰეზბოლას” მომავალ ლიდერად მოიაზრება.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, თუმცა ოფიციალური ისრაელი ჯერჯერობით არ ადასტურებს.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის თავდასხმების შედეგად, 37 ადგილობრივი დაიღუპა, 151 კი დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ თავდასხმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარმში განახორციელეს. იერიშების სამიზნე ლტოლვილთა ბანაკი გახდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 16-ს შეადგენს.