NASA-ს ინჟინერთა მაღალტექნოლოგიურმა მიღწევებმა ფრენებში, შვედი მეცნიერები შთააგონა თანამედროვე შხაპი შეექმნათ. ტექნოლოგიებს, რომლებიც კოსმოსში რესურსების ეკონომიაში დაგვეხმარებიან, დედამიწაზეც გამოიყენებენ.
„მომავლის შხაპი“ ჩაკეტილი სისტემის პრინციპით მუშაობს. გამოყენებული წყალი ჩაედინება სპეციალურ ლეიბში და ორეტაპიანი გაწმენდის შემდეგ ახლიდან გამოიყენება. ამის შემდეგ წყალი ხვდება ნანოკაფსულაში, სადაც მისი წმენდა უფრო საფუძვლიანად მიმდინარეობს. საბოლოოდ მომხმარებელი იღებს კრისტალურად სუფთა წყალს.
მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ წყლის რესურსებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ეს ტექნოლოგია პოპულარობას მოიპოვებს. მან უკვე გაიარა ფარტომასშტაბიანი შემოწმება. ექსპერტების გამოთვლებით მან 100 ათას ლიტრი წყლის ეკონომია მოახერხა.