ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა გომისმთაზე გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ეხლახანს დავბრუნდი გურიიდან , ორი დღით გომისმთას ვსტუმრობდი , საოცრად ლამაზი იყო იელის ფერადი ხალიჩები , მართლაც “შემოდგომა მეორე გაზაფხულია, რომელიც ყველა ფოთოლს ყვავილად აქცევს” პირველად როდესაც ვიხილე, ვერ ვიჯერებდი ნახატი მეგონა. გავიფიქრე რა ხელმა დახატა , ან როგორ დახატა ?”_ წერს ნიკოლავა.