მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი”, “ფორმულა” და “ტვ პირველი” სამართალდამრღვევებად ცნო. ბექაურის უწყებაში ცოტა ხნის წინ დასრულდა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ შესული ქართული ოცნების ახალი სარჩელის განხილვა.
ცნობისთვის, ოლიგარქის პარტია ითხოვს, უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე აგებული და ღირსების შემლახავი, ჰუმანურობისა და ზნეობისგან დაცლილი ვიდეორგოლის ეთერში გაშვებას, რაზეც სამი კრიტიკული ტელევიზია უარს აცხადებს.
მარეგულირებელი კომისია მაქსიმუმ მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოამზადებს დასკვნას, თუ რის საფუძველზე ცნო სამართალდარღვევებად სამი კრიტიკული მედია. რის შემდეგაც დოკუმენტი სასამართლოში გადაიგზავნება, რომელიც უკვე ჯარიმის ოდენობაზე იმსჯელებს. სავარაუდოდ, მაუწყებლებს 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.
მედიამ ამასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა და ცესკოს მიმართა, სადაც დეტალურადაა ახსნილი იმ გადაწყვეტილების მიზეზი, რის გამოც “ოცნების” არაეთიკური წინასაარჩევნო რეკლამები ეთერებში არ გადის.