„შემოდგომის შემოქმედებითი წერის გაკვეთილი“: ასეთი სლოგანით გამოჩნდნენ ოზურგეთის მესამე საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები ქალაქის ჭადრების ბაღში.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მზია შევარდნაძემ ქართული სიტყვიერების სიღრმესა და სილამაზეზე ესუბრა შემოქმედებითი წერისა და აღქმის მოლოდინში მომზადებულ ბავშვებს და ლაკონურად გადოსცა მათთან დიალოგით, როგორ უნდა წარიმართოს შემოქმედებითი წერა ასე ფერთა სიუხვით დახუნძლულ შემოდგომზე.
__ბავშვებო, რა გვჭირდება, კარგად რომ დავწეროთ?
_ფიქრი!
_კიდევ რა გვჭირდება?
_გული, ხელოვნება…
_კიდევ, კიდევ?
_რვეული…
_ჩვენ კიდევ გვჭირდება შემოდგომასავით ფერადი, ლაჟვარდოვანი და მაძღარი, ასევე ბედაურივით ქართული სიტყვები…
_დიახ, მასწავლებელო!
ასეთი დიალოგით შეჯერებული დასაწყისის შემდეგ, ვივალდის მუსიკა გაისმა. შემოდგომის ბუნებრივი ფერებით ამზეურებულ გარემოში, მასწავლებელმა შეძლო, წელიწადის ამ უმშვენიერესი დროის ფოტომასალაც თანაზომიერად, ეფექტით შემოეტანა ღია საგაკვეთილო სივრცეში.
შემდგ კი ბავშვებმა დაწერეს და წაიკითხეს ნამუშევრები. ისაუბრეს უკუკავშირზე, გამოიყენეს ლამაზი სიტყვები, როგორ დაინახეს შემოქმედი შემოდგომა. გაკვეთილის დამსწრე მასწავლებლებმა საკუთარი აზრი მიაწოდეს პატარებს, ურჩიეს და უსურვეს შემოდგომასავით შემოქმედებითი უნარები, წერა და აზროვნება.
ბუნების ფერებითა და მასალით, ნეკერჩხლის, ჭადრის, ვაზის თუ კოროლიოკის „შეთვალული“ ფოთლებით მორთულმა იოანე პაპავამ, ანასტასია თავაძემ, თემურ გოგიტიძემ, ნუცა მალაზონიამ, აჩი სირაძემ, ლია ღლონტმა, მანანა მელივამ, ერეკლე ლომჯარიამ, გაბრიელ გობრონიძემ, ანასტასია აფაქიძემ, ანასტასია ოქრუაძემ გაკვეთილის მთავარი მიზანი შესრულებულად მიიჩნიეს: „ჩვენ ვისწავლეთ წერა“ – ასეთი გამორჩეული სლოგანიც გაჩნდა მათ შეფასებებში.
მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლელა საჯაიამ თქვა, რომ აქვთ საუკეთესო გარემო და მსგავსი და სხვა აქტივობები სკოლაში პერმანენტული ხასიათით დამკვიდრდება.
_საუკეთესო კოლექტივია, არაჩვეულებრივი ბავშვები გვყავს. სკოლა მცირეკონტიგენტიანია, თუმცა არც ისე მცირე… მომავალი სასწავლო წლიდან გვექნება ახალი სასკოლო სივრცე. გვაქვს პერსპექტივა, კიდევ უფრო უნიკალური სასკოლო სივრცე გვექნეს, უსაფრთხო გარემოთი. გვექნება ბევრი აქტივობა. განსაკუთრებულ აქცენტებს გავაკეთებთ ციფრულ ტრანსფორმაციაზე,_ განაცხადა მან.
ავტორი