საწვავის გადამზიდი ავტომობილის აფეთქებას 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ნიგერიაში მოხდა.
როგორც cbsnews იუწყება, პოლიციაში აცხადებენ, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მართვის დროს კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც ავტომობილი ჯერ გადაბრუნდა, შემდეგ კი აფეთქდა.
თვითმხილველების თქმით, მსხვერპლის დიდი რაოდენობა იმითაცაა განპირობებული, რომ ადამიანები საწვავის შესაგროვებლად შემთხვევის ადგილზე მივიდნენ.